საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 02/29 - 01
07.02.2017
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მიმღები კანდიდატის შეფასებისა და კრიტერიუმების  დადგენის მიზნით კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს კომისიის შემადგენლობა, რომელიც უზრუნველყოფს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მიღების მსურველი კანდიდატის შეფასებისა და კრიტერიუმების  დადგენის მიზნით წესის შემუშავებას, შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) აკაკი მიქაბერიძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლალი ჩიკვილაძე - კომისიის მდივანი;
დ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
ე) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
ვ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;
ზ) ირმა მშვენიერაძე.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.      ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,  პროფესორი თეიმურაზ ბერიძე